ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ღაზაში ჯარისკაცების რაოდენობას ამცირებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ერთი ბრიგადის გარდა ყველა ჯარისკაცი გაიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის არმიის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. გაურკვეველია, შეაჩერებს თუ არა ჯარების გაყვანა ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილ შეჭრას.

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელელი ჯარისკაცების გაყვანა იმ ფონზე ხდება, როდესაც ეგვიპტე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების ახალი რაუნდის მასპინძლობისთვის ემზადება.

7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო შეტევის შედეგად, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მონაცემებით, „ჰამასმა“ მძევლად ისრაელისა და სხვა ქვეყნების 253 მოქალაქე აიყვანა. დაახლოებით 129 მძევალი გატაცების შემდეგ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია. მათგან 34 სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს