კირილ ბუდანოვი - უკრაინა ელის, რომ რუსეთი გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში შეტევას გაააქტიურებს

უკრაინა მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მახლობლად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი (რუსეთის შეიარაღებული ძალები) ცოტათი წინ მიიწევენ ჩასივ-იარისკენ. ისინი გადაადგილდებიან ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს შეტევა უკრაინამაც განახორციელოს. თუმცა, მან ამ თემაზე უფრო დეტალურად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეკისრება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სჭირდება დამატებითი საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე