ბენიამინ ნეთანიაჰუ - არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე - “ჰამასის“ მიზანია, ომი დასრულდეს და თავად ხელუხლებელი დარჩეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი მიაღწევს „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას.

„საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუცხადე: არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მძევლების დაბრუნების გარეშე. ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს არის ისრაელის მთავრობის პოლიტიკა და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნათლად აჩვენა, რომ ეს მისი პოზიციაცაა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს დროებითი ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე, ნეთანიაჰუ მტკიცებით, შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის არა ისრაელი, არამედ „ჰამასი“.

„მისი მოთხოვნების მიზანია, ომი დასრულდეს და თავად ხელუხლებელი დარჩეს. უზრუნველყოფილ იქნას მისი გადარჩენა, რეაბილიტაცია, შესაძლებლობა, რომ საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ჯარისკაცებს. „ჰამასის“ მოთხოვნებისადმი დამორჩილება საშუალებას მისცემს მას 7 ოქტომბრის დანაშაული კვლავ გაიმეოროს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, 6 თვის წინ, 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო შეტევის შედეგად, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მონაცემებით, „ჰამასმა“ მძევლად ისრაელისა და სხვა ქვეყნების 253 მოქალაქე აიყვანა. დაახლოებით 129 მძევალი გატაცების შემდეგ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია. მათგან 34 სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია