გურამ მაჭარაშვილი - უცხოური შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს სუვერენიტეტის დანგრევას და ნებისმიერი უცხოური ძალის გუბერნიად გადაქცევას

რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორი საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობს ისეთ საქართველოს, სადაც უცხოური შავი ფული იქნება ქართულ პოლიტიკაში, სადაც მოსამართლეებს უცხოელები დანიშნავენ, სადაც ეროვნული იდენტობის მაგივრად, იქნება ლგბტ პროპაგანდა და ხალხის ნაცვლად, მთავრობას აირჩევს უცხოური ძალა NGO-ს მეშვეობით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის „გაუკუღმართებული აზროვნებით“, სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

„აი, ამ საქართველოს სთავაზობს წინასაარჩევნოდ რადიკალური ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას. მათი გაუკუღმართებული აზროვნებით, სუვერენიტეტი ნიშნავს მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას. ეს არის მათი გაუკუღმართებული სუვერენიტეტის ცნების განმარტება. ამიტომ, ბუნებრივია ჩვენ ვამბობთ: არა უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში! არა შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში! უცხოური შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს სუვერენიტეტის დანგრევას, ნებისმიერი უცხოური ძალის გუბერნიად გადაქცევას. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის ნაცვლად, ნებისმიერი უცხოური ძალა თუ დანიშნავს აქ მოსამართლეს, საბჭოთა კავშირის ნაცვლად, ნებისმიერი უცხოური ძალა თუ გაგვიუქმებს ეროვნულ იდენტობას და დაგვინიშნავს მთავრობას, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას აქვს ასეთი მონური ფსიქოლოგია. „ლელოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, არ წავიკითხავ კანონს იმიტომ, რომ ჩემმა პატრონმა, „არქიფო სეთურმა“ ევროკავშირში თქვა, რომ ეს კანონი ცუდიაო. მერე თუთიყუშივით იმეორებს ყველა ამას, არ გვინდა დეტალებში შესვლა, რადგან „არქიფო სეთურმა“ თქვა, ეს კანონი არის ცუდიო. ე.ი. მათი მენტალური, მონური ფსიქოლოგია წარმოვიდგინოთ, როდესაც ილია ჭავჭავაძის საქართველოში წერა-კითხვა უჭირთ ადამიანებს და კანონებს არ კითხულობენ. ამბობენ, ჩვენ არ გვინდა წერა-კითხვა საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, რასაც იტყვიან ჩვენი პატრონები უცხოეთში, თუნდაც ევროკავშირში, ის უნდა გავიმეოროთო. სამწუხაროდ, აი, ამ დონეზე არიან უკვე რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის მათი დღის წესრიგი, რასაც ქართული საზოგადოება არ დათანხმდება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია