მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი რომ ზეკაცად წარმოაჩინეს, თითქოს ღრუბლებში ზის და სიკეთეს აკეთებს, გამოვიდეს და ახსნას, რატომ შემოაქვს „რუსული კანონი“ - არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველო რუსეთს გავატანოთ

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ამის ფონზეც კი ხელისუფლებისგან არ ელოდებოდა ისეთ „სიგიჟეს და უაზრობას“, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ითვალისწინებს.

„სიმართლე გითხრათ, რაღაც გიჟურ სიურპრიზს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ სიგიჟეს და უაზრობას ნამდვილად არ ველოდებოდი. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული ანაკლიის [პორტის პროექტის] ჩაგდებით, დამთავრებული შარშან ამ კანონის შემოგდებით, გავრილოვის ჩამოყვანით, ევროპელი, სტრატეგიული პარტნიორების გინებით და ასე შემდეგ.. ეს არის ყველაფერი ის, რაც ემსახურება ერთი მხრივ, რუსეთს და მათ ინტერესებს, მეორე მხრივ, ხელს უშლის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის მიღწევის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაერთიანება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლება რუსეთისგან იღებს დავალებებს.

ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული დავალება პუტინისგან, თორემ ჩვენ ახლა სხვა ქვეყანა ვიქნებოდით, ანაკლია გვექნებოდა. 4 წელი გავიდა მას შემდეგ და არაფერი გაკეთებულა. შენ თუ შენი ქვეყანა გაღელვებს, 4 წელი გზა მაინც მიიყვანე ანაკლიამდე, რომ ვიღაც დააინტერესო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ შემოაქვს ისევ ე.წ. რუსული კანონი.

ბიძინა ივანიშვილი რომ ზეკაცად წარმოაჩინეს, სადღაც ზის ღრუბლებში და აქ მარტო სიკეთეებს აკეთებს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. გამოვიდეს და ახსნას, რატომ შემოაქვს „რუსული კანონი“. როცა მთელი ევროპა, თავისუფალი სამყარო, შენი სტრატეგიული პარტნიორები გეუბნებიან, რომ ეს კანონი გიშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაში იმიტომ, რომ აქ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, აქ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, სად უნდა იყოს შენი ქვეყანა, ან რუსეთთან, სადაც პესკოვი და პუტინი გმართავს, ან თავისუფალ სამყაროსთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, პარტია „ლელო“ ამას რა შეეგუება.

„ლელო და დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო რუსეთს გავატანოთ. ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, სად იქნება ჩვენი ქვეყანა“ , - განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მან „ლელოს“ სარჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პენსიებთან დაკავშირებით პარტიის დაპირება აბსოლუტურად რეალურია.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილი გააქრო.

„ცხოვრებაში არ მითქვამს ისეთი რამ, რომლის გაკეთების თავი არ მქონია. მგონი ეს ჩვენი განვლილი ცხოვრებით დავამტკიცეთ. ჩვენ ამ ქვეყანაში 15 000 სამუშაო ადგილი გვაქვს შექმნილი და მილიარდობით თანხა შემოტანილი პირდაპირი ინვესტიციების სახით. ასევე, დღესაც ის კომპანიები იხდიან ბიუჯეტში თანხას, რომელიც მერე ხმარდება პენსიებს და ა.შ. ამ ქვეყანას შეუძლია 4 წელიწადში გააორმაგოს ბიუჯეტი, ეს ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ეს დაპირება კი არ არის, კონკრეტული პროგრამაა“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ლელო“ მიისწრაფვის იმისკენ, რომ ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური მმართველობა“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს