უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 აპრილის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 17 დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„მტერმა, საერთო ჯამში, 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 108-ჯერ დაარტყა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება.

რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის ძალებს, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმები განახორციელა რუსების საკონტროლო პუნქტზე, 5 საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 13 ტერიტორიაზე.

სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა კი საზენიტო-სარაკეტო სისტემას, უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო პუნქტს, საარტილერიო სისტემასა და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 უბანს დაარტყეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს