ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ევროკავშირისკენ საქართველოს სვლა შეაჩეროს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის კიდევ ერთი მიზანია სადამკვირვებლო მისიების და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ "შემდეგ, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ღიად დასდონ ბრალი უცხო ქვეყნის გავლენის გატარებაში".

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, "ყალბი და ფარისევლური მტკიცებაა ის, რომ თითქოს, აღნიშნული კანონმდებლობა გამჭვირვალობას მიემართება და ეს დადასტურდა "მეტას", ანუ „ფეისბუქის" მიერ, რომელმაც დაბლოკა, პრაქტიკულად, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება" აზიარებს".

„ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მარტს ერთიანობის ძალიან დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის მიუღებელია. ის ენერგია, რომელიც იყო ერთიანობის, ივანიშვილს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული და ამიტომ შემოიტანა ეს.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა - ეს არის სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია და ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ჩართულია სადამკვირვებლო მისიებში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს", - განაცხადა დეკანოიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო