თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2024-2025 წლებში ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ (Save the Children) შორის არსებული თანამშრომლობა 2024-2025 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება, რომლის ფარგლებშიც, ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ გოლუბიანმა მოაწერეს ხელი.

მხარეთა შეთანხმების მიზანია სკოლამდელი და ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მეთოდოლოგიურ გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას. პროექტები უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა მასშტაბები ყოველ წელს იზრდება.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ თბილისის ბაღებში ახორციელებს, ე.წ. ჰართის (HEART) მეთოდოლოგიის ინტეგრირებაა. პროგრამა, რომელიც ხელოვნების გზით აღსაზრდელების განათლებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, უკვე დაინერგა დედაქალაქის 100 საბავშვო ბაღში, გადამზადებულია 700-მდე აღმზრდელი, წელს კი, ეს რიცხვი 500-ით გაიზრდება.

სააგენტო და ორგანიზაცია გააგრძელებენ და გააფართოებენ ჰუმანიტარულ პროექტებს უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების შვილებისთვის, სადაც 900-მდე ბავშვმა უკვე მიიღო მომსახურება, სასკოლო მზაობის პროგრამას კი 70 ბავშვი გაივლის. მხარეები ასევე, შეთანხმდნენ ერთობლივი სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ.

„მნიშვნელოვანი სიახლეებით გრძელდება ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა. 2024-2025 წლებში, მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაარსება და აღჭურვა, „ჰართის“ ტრენინგების ჩატარება და ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა. ჩვენი თითოეული პროექტის მიზანია სისტემის უწყვეტი განვითარება, პერსონალის მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტებისა და სიახლეების დანერგვა“, - განაცხადა კახა აბულაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინიციატივებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია