ალექსანდრე კრევო-ასათიანი - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, რუსული კანონი კი ზუსტად ამის სიმბოლოა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„ყველაზე სამწუხარო, რუსული კანონის რეინიცირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ის, რომ ქვეყანას უწევს პოლარიზებულ სიტუაციაზე საუბარი, როდესაც სხვა უამრავი პრობლემა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უამრავი, სხვადასხვა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გვაქვს ინფლაცია, უმუშევრობა. იმის ნაცვლად, რომ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა დავძლიოთ ეს კრიზისი, გვიწევს უამრავ სულელურ კანონზე კამათი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, ეს კანონი კი არის ზუსტად ამის სიმბოლო“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება