ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Digi24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, რა ხდება მოლდოვაში.

"უნდა ველოდოთ რუსეთის დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში. საპრეზიდენტო არჩევნებში (რუმინეთში) არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება პროდასავლური ძალების გამარჯვების ხელის შეშლისა და ხელისუფლებაში უფრო ხელსაყრელი ვინმეს მოყვანის მცდელობაში“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ, რომელიც რუმინეთის წარმომადგენელია.

მისი თქმით, „რუსეთი და სხვები“ შეეცდებიან დაეხმარონ იმ ძალებს, რომლებიც, შესაძლოა, აუცილებლად პრორუსული არ არიან, მაგრამ ანტიდასავლური არიან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს