„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრი - მდინარე მაშავერას მდგომარეობა საგანგაშოა

მდინარე მაშავერას 7 - კილომეტრიან მონაკვეთში წყალმცირობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. წარმოიდგინეთ, მდინარე, რომლის დაბინძურების აღსაკვეთად რამდენიმე წელი ვიბრძოლეთ ახლა, უბრალოდ შრება. რა ქნას ამ დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც ერთ მხარეს სამთო წარმოება აქვს, მეორე მხარეს კი მკვდარი მდინარე? - აცხადებს „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრი ნინო ბურჭულაძე.

მისივე განცხადებით, მუდმივი მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ბოლო 7-8 თვის განმავლობაში მდინარეში ეკოლოგიური ხარჯი ფაქტობრივად აღარ დარჩა, რაც იხტიოფაუნის განადგურებას იწვევს.

როგორც ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მაშავერას ამ მონაკვეთში კომპანია „არემჯი გოლდის" ე.წ ჩაშვების წერტილია და მდინარის წყალმცირობა გაზავებას ვერ უზრუნველყოფს, რაც შეიძლება სამომავლოდ ფსკერის დაბინძურების წყარო გახდეს.

ნინო ბურჭულაძე განმარტავს, რომ მდინარე მაშავერას მდგომარეობას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მელიორაციის, "კაზრეთი ჰესის" და კომპანია " არემჯის" ხელმძღვანელებიც.

,,ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყლოობის მიზეზი, სავარაუდოდ მელიორაციის არხია, რომელიც წყალს ,,კაზრეთი ჰესს" აწვდის.

,,სხვათა შორის ეს საკითხი არაერთხელ გავაჟღერეთ სხვადასხვა უწყებაში, მაგრამ ამაოდ. ამიტომ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს პირადად მივაწოდე და როგორც ვხედავთ, ,,ყინულიც დაიძრა" .

დისკუსიის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა გვქონდა კითხვები მხარეებთან განსაკუთრებით საქართველოს მელიორაციასთან. ვინაიდან, პრობლემა სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს, მივესალმებით გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მაშავერას ეკოლოგიური მდგომარეობა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლოს . უახლოეს ხანში იგეგმება სპეციალისტებთან ერთად ადგილზე ჩასვლაც“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია