ნინო წილოსანი - გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან

გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან - სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შენარჩუნებული პოსტი მისთვის წინაპირობაა, რომ განაგრძოს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა.

წილოსანის თქმით, “სალომე ზურაბიშვილი ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას იმ გადაწყვეტილებებით და დაუმორჩილებლობით, რასაც ის აღარ ერიდება და საჯაროდ ახორციელებს”.

„ის თელავს კონსტიტუციას ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით. მისი რიგი ვიზიტები სრულდებოდა საქართველოსთვის მავნებლური და არამომგებიანი მოწოდებებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან. სამწუხაროა, რომ მისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პარლამენტში, ფაქტობრივად, უმრავლესობის მხარდაჭერა მის მოქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად დარჩენილი და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შენარჩუნებული პოსტი მისთვის წინაპირობაა, რომ განაგრძელოს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა“, - განაცხადა წილოსანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს