ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ კამერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც The Telegraph-ი აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, დასავლეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის არ აღმოჩენის შემთხვევაში გაცილებით დიდი ხარჯის გაღება მოუწევს, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მოგერიებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ამაყობენ იმ მხარდაჭერით, რომელიც გავუწიეთ უკრაინას, დაწყებული უპრეცედენტო სანქციებით, პირველი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, Scalp-ისა და Storm Shadow-ის კოორდინირებული მიწოდებით. კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასამარცხებლად. მსოფლიო გვიყურებს - და განგვსჯის, თუ ვერ შევძლებთ“, - აცხადებენ დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა