შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე.

„ტანზილა ნარბაევას თქმით, ქართველი და უზბეკი ერები ისტორიულად პატივს სცემენ ერთმანეთს. მან აღნიშნა, რომ უზბეკური მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა.

ამ კუთხით, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების როლი. უზბეკური მხარის მიერ, ასევე, გამოითქვა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა “შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ დერეფნის სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესში შედის.

შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია