ანა ნაცვლიშვილი - არქივი ინახავს პუტინის პრესკონფერენციებს, სადაც მან აგენტების კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა - იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში

რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა - ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ოცნების” რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არ აქვს”.

„ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრესკონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს რუსეთში იმ კანონს უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა.

დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ეს არის რუსული მითითება. ბიძინა ივანიშვილი მესამედ საჯაროდ დაბრუნდა პოლიტიკაში და ისმება კითხვა - რა მოიტანა მან ქართველი ხალხისთვის: სამუშაო ადგილები? არა; ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა? არა; სოციალური პროექტი? არა; ქვეყნის უკეთესი მომავალი? არა. ერთადერთი რამ მოიტანა - რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა. ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება