ბაჩო დოლიძე - საზოგადოება კონსოლიდირებულია, მათთვის ორგანულად მიუღებელია რუსეთი - რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია

{ქართული საზოგადოებისთვის} ორგანულად მიუღებელია რუსეთი - რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ძალიან ცუდ თამაშს“ თამაშობენ.

„ცოტა მეღიმება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც იქეთ შემოატრიალა, რომ თურმე დაგვიმტკიცეთო რატომ არის „რუსული კანონიო“. ისეთ გონორზე არიან, რომ იქეთ გვეკითხებიან. პასუხი ძალიან მარტივია, ის რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირს, ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს გზას ევროკავშირისკენ, არის ყველაფერი რუსული. ვერ იქნება ვერც პაკისტანური და ვერც სხვა ქვეყნის ინტერესის. შარშანდელთან შედარებით დღეს ვხედავ, რომ ცოტა მოყოჩდნენ და საუბრობენ, რომ რაც გაგივიდათ წინა წელსო ეს აღარ გაგივათო. ვნახოთ ახლა რა გამოვა. ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ და ხედავენ, რომ საზოგადოება კონსოლიდირებულია. ორგანულად მათთვის მიუღებელია რუსეთი. რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ამ ხალხისთვის მიუღებელია”, - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება