„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი კუპატაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საზოგადოებას - ისევ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას და ის ადამიანები, თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთი წლის წინ ვიცავდით დასავლურ ღირებულებებს, ვიბრძოლებთ ისევ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს მეორე რაუნდის წამოწყებას.

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ერთი წლის წინანდელ, 7-8 მარტის მოვლენებს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ათეულობით ათას, თავისუფლებაში დაბადებულ ახალგაზრდასთან ერთად საკადრისი პასუხი გასცა „ქართულ ოცნებას“ და მას დაახევინა უკან. ეს იყო საეტაპო გამარჯვება, რომელმაც გაგვიხსნა გზა ევროკავშირისკენ, ხოლო დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს მეორე რაუნდის წამოწყებას და ის ბრძოლას უცხადებს ქართულ საზოგადოებას და მე მჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეების განმავლობაში ვიდექით ქუჩაში, ვიბრძოდით და ვიცავდით დასავლურ ღირებულებებს, ვიბრძოლებთ ისევ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს