ლევან ხაბეიშვილი - ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არჩევნების სახით აქვს და გაათავისუფლოს ლაზარე ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩვენი ქვეყანა!

ეს არის პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანის დევნა. ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არჩევნების სახით აქვს და გაათავისუფლოს ლაზარე ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩვენი ქვეყანა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 5-6 თვეში საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა „გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა იმ მიდგომებისგან და იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველას უნდა ეშინოდეს, ყველას დაგაპატიმრებთ, ყველას დაგიჭერთ, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ვისაც გინდათ ევროპული მომავალი, ყველა ამ ადამიანს ჩვენ გაგისწორდებით.

შესაბამისად, ცხადია, ეს არის პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდა ადამიანის დევნა და უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან მალე, სულ რაღაც 5-6 თვეში საქართველოს მოქალაქეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს მიდგომები შეცვალოს.მათ შორის გაათავისუფლოს ახალგაზრდა ადამიანი ციხიდან, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა იმ მიდგომებისგან და იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს