ანა ბუჩუკური - პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის „ოცნების“ წევრებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს - გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს!

პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის „ოცნების“ თითოეულ წევრს, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩათ უნარი, ემსახურონ არა პარტიას და ივანიშვილს, არამედ ქვეყანას და მის მომავალს, მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს - გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს! - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინიციატივებზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამედ საზოგადოებაში დაპირისპირების გამწვავება, ქვეყნის პარტნიორების მტრებად გამოცხადება და ამ მღვრიე წყალში არჩევნების როგორმე თავის სასარგებლოდ გამოყენება.

„დღეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა „რუსული კანონის“ ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. დღესვე დავარეგისტრირეთ ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, რომელიც საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და "ოცნებას" ყოველგვარ საფუძველს უკარგავს, მიიღოს რუსული კანონი.

ჩვენს ამ ორ კონკრეტულ ინიციატივაზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამედ საზოგადოებაში დაპირისპირების გამწვავება, ქვეყნის პარტნიორების მტრებად გამოცხადება და ამ მღვრიე წყალში არჩევნების როგორმე თავის სასარგებლოდ გამოყენებაა.

ამ ტრიბუნიდან, პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის, „ოცნების“ თითოეულ იმ წევრს, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩათ უნარი, ემსახურონ არა პარტიას და ივანიშვილს, არამედ ქვეყანას და მის მომავალს, დეპუტატებს, რომლებიც ჯერ კიდევ განასხვავებენ ერთმანეთისგან საქართველოს მტრებსა და მეგობრებს, მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს. გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს!

საქართველოს მოქალაქეებს კი შევახსენებთ, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 7 თვე დარჩა და თქვენს ხელშია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი - ევროპას უთხრათ - კი, ხოლო რუსეთს - არა!," - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს