ბორის პისტორიუსი - ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად.

„მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის.

„ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის ადგილზე. ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ადგილზე უნდა იყოს ყაზარმები და ბინები. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლიეტუვის მხრიდან და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბრიგადა თავიდანვე ისე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა“, - განაცხადა პისტორიუსმა.

შეგახსენებთ, ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების ფონზე, გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ლიეტუვაში მუდმივად განათავსებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ავტონომიურ ქვედანაყოფს. ბუნდესვერის ბრიგადამ სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის უნდა მიაღწიოს. იგი შედგება დაახლოებით 4 800 ჯარისკაცისგან და ბუნდესვერის 200 სამოქალაქო თანამშრომლისგან. ქვედანაყოფ 45-ე სატანკო ბრიგადის საბოლოოდ ჩამოყალიბება 2025 წელს იგეგმება. 150 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მცირე ჯგუფი ლიეტუვაში სამსახურს წელს დაიწყებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის განლაგება გერმანიას თითქმის 800 მილიონი ევრო დაუჯდება.ა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის