ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე - გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში

გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფაქტია, მაშველ რგოლად ჰყავთ გახარია „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში.

„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში და დააანიცირებინეს ამათ პროექტი. თან აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი რეალურად არ არის საკმარისი, რაც დღეს გვაქვს და თან უნდათ, ამ მსუბუქი რეგულაციით გახარია გადააფარონ „შავი ფულისთვის“ ბრძოლას და მაშველ რგოლი ჰყავთ ახლა გახარია „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება