ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებაზე - ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც რუსეთშია - ესენი ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ, სხვა გზა არ არის

უბრალოდ ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს, რომ მოასუფთაონ, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც ეს არის რუსეთში. სხვა ახსნა ამას არ აქვს , - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია, რომ 2030 წელს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების გეგმაში საქართველო ვერ მოხვდეს.

“რომელი კომიტეტი განიხილავს ამას, არა მგონია, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. საფრთხე არის ძალიან კონკრეტული - 2030 წელს დაგეგმილია ევროკავშირის გაფართოება და ჩვენ გვაქვს შანსი, მოვხვდეთ გაფართოებაში. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში რეფორმების გატარება, რომელზეც გველაპარაკებიან დასავლეთიდან: ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა; საარჩევნო სისტემაში რეფორმები; კორუფციასთან ბრძოლა და დეოლიგარქიზაცია. ამ რეფორმების გატარება ამათთვის, რუსები რომ გვყავს ხელისუფლებაში, ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას. ისინი უბრალოდ ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს, რომ მოასუფთაონ, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც ეს არის რუსეთში. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ვერავინ ვერ იტყვის სხვა რა მიზეზის გამო შეიძლება შემოეტრიალებინათ კანონპროექტი პარლამენტში, მაშინ, როცა შარშან მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ ესენი. სხვა გზა არ არის, ესენი გონზე ვერ მოეგებიან”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე