იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ - ეს ბრძოლის კანონპროექტია და უნდა დავასახელოთ, ვის ვებრძვით  - მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს

ეს ბრძოლის კანონპროექტია და ჩვენ უნდა დავასახელოთ, თუ ვის ვებრძვით - ვისაც ზოგადად, ამ კანონპროექტით ყველაზე მეტად ებრძვიან, არის აშშ-ი და მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს , - აღნიშნული განცხადება “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

“ამ კანონის ამოქმედება ყველასთან ბრძოლა გამოვა - მათ შორის ქართველებთანაც. მე არც ერთ ასეთ კანონს სამყაროში არ ვეთანხმები“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი - ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს