ლადო პაპავა - მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს

სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს, - აცხადებს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მისი განმარტებით, რისკების დაზღვევისთვის რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო.

მისი თქმით, საქართველოსაც მსგავსი ნაბიჯი სჭირდებოდა.

„დღეს როდესაც მსოფლიოში გლობალურად არასტაბილური ვითარებაა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ არ არის დასრულებული, ომი გრძელდება ღაზას სექტორში ყველა ცდილობს დააზღვიოს თავის რისკები. ერთ-ერთი მიმართულება არის სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. ამიტომ ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ამ დივერსიფიკაციის კუთხით, რომ საერთაშორისო რეზერვებში გაჩნდეს მონეტარული ოქრო. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ანუ რეზერვებში ოქროს დამატება დღეს ეს უკვე არის ტრენდული მოვლენა და რა თქმა უნდა, საქართველოსაც ესაჭიროებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი განთავსდეს სწორედ მონეტარულ ოქროში“, - აღნიშნა პაპავამ.

აკადემიკოსის თქმით, იმისთვის, რომ რისკები იქნას დაზღვეული რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო და რეზერვების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი მონეტარული ოქროა.

ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დოლარზე მოთხოვნა მცირდება, რისკები იზრდება და ამ პირობებში დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანი ხდება მონეტარული ოქრო.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეზერვებში ოქროს დამატება არ ყოფილა, პირველი ნაბიჯია და ვფიქრობ დროულია“, - აცხადებს ლადო პაპავა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს