“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს შეიკრიბება.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასახელებული თარიღის შეცვლის მიზეზად ოხანაშვილმა რეგლამენტით განსაზღვრული ის პროცედურა დაასახელა, რომლის თანახმად, კომიტეტი სხდომას იწვევს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილი უქმე დღეა, პროცედურის სრულად დაცვის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომას 15 აპრილს გამართავს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი - ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება