შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა.

ინფორმაციის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირებზე გაამახვილა.

„მხარეებმა ისაუბრეს ორივე რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ვაჭრობის "შუა დერეფნის" პოტენციალის რეალიზებისთვის. ამავე კონტექსტში მიმოიხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული, საჰაერო-სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა და პროექტები.

აგრეთვე, განიხილეს საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.

შეხვედრა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ