შალვა პაპუაშვილი - უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრებზე საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა ჩვენს საპარლამენტო და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. 2018 წლიდან საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მემორანდუმი უფრო პრაქტიკული გახდეს როგორც სექტორული კომიტეტების მუშაობის მხრივ, ისე მეგობრობის ჯგუფების დონეზე. მოხარული ვარ, რომ პირადი კონტაქტი შედგა პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრები ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება