დავით მათიკაშვილი - უზბეკეთში შეხვედრებისას მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და პოლიტიკურ მხარდაჭერას

უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ“, - განაცხადა თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა უზბეკეთში ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, შეხვედრებზე უზბეკურმა მხარემ „შუა დერეფნის“ პროექტზე დაინტერესების ინიციატივა გამოხატა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, ტურისტულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, შეხვედრა შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ისაუბრეს ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე უზბეკური მხარისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს