სოზარ სუბარი - საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობებს დიდი განვითარების პოტენციალი აქვს

უზბეკეთთან ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს თუმცა, ამ ურთიერთობების ინტენსივობა ჯერ კიდევ წინ არის, იმიტომ რომ უზბეკეთი არის ძალიან დიდი შესაძლებლობების სახელმწიფო, ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა როგორც ცენტრალურ აზიაში ისე, როგორც დამაკავშირებელი ხიდი უფრო შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის , - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობებს აქვს ძალიან დიდი განვითარების პოტენციალი.

„უზბეკეთი ტურისტულადაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა ისევე, როგორც უზბეკეთში ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. ამ მხრივაც, ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია არის შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრები ჰქონდა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე სენატში. „შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო როგორც ინფორმაციების გაცვლის ისე სამომავლო ურთიერთობების თვალსაზრისით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება