პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის პარტია “რუსული კანონით” საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს - თვითონ ისედაც კარგად გრძნობენ თავს და შოულობენ მილიონებს, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია

ივანიშვილის პარტია “რუსული კანონით” საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება აღქმული როგორც ერთიანი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ცისკარიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მეორე რაუნდი ჩაატაროს და ამით პოლიტიკური ეგო დაიკმაყოფილოს, რომ „მაინც თავისი გაიტანოს“.

„ივანიშვილის პარტიას, როდესაც შარშან ჰქონდა მცდელობა გაეტანა „რუსული კანონი“, კონსოლიდირებულმა ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა, ახალგაზრდებმა, ყველამ ერთად მივაღწიეთ გამარჯვებას, არ მივეცით უფლება, რომ ე.წ. აგენტების კანონი ცხოვრებაში განეხორციელებინათ. ამის შედეგი კი დადგა წლის ბოლო, როდესაც ბრიუსელმა საქართველოს მისცა კანდიდატის სტატუსი. დიდწილად, სწორედ, ქართველი ხალხის მხრიდან მარტში გამართული ბრძოლის დამსახურება იყო, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინა. ბიძინა ივანიშვილის პარტია ცდილობს მეორე რაუნდი ჩაატაროს და მათი პოლიტიკური ეგო დაიკმაყოფილოს იმით, რომ მაინც თავისი გაიტანოს და მაინც მიიღოს ეს კანონი და სწორედ ამ ნაბიჯით საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია როგორც ინსტიტუციური პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით.

„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველო აღარ იქნება აღქმული, როგორც ერთიანი დიდი ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ყველაფერი არის გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, სადაც ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, განათლებისთვის არის მიმზიდველი გარემო, შემოდის კაპიტალი, საქმდება ხალხი, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები იქმნება, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის ივანიშვილის პარტია, რადგან თვითონ ისედაც კარგად გრძნობენ თავს და შოულობენ მილიონებს, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპული კაპიტალი, ევროპული ინვესტიციები, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდოს, გაძლიერდეს და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია