მეთიუ მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს

თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ეს საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და შეშფოთებულები ვართ, რომ კანონმდებლობა ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ მაღალხარისხიან ინფორმაციაზე“, - აღნიშნა მილერმა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ კანონპროექტია და არა ამოქმედებული კანონი. „ამიტომ, რაც შეეხება პოტენციურ შედეგებს ან რაიმე პოტენციურ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარ განხილვა“, - დასძინა მილერმა.

კითხვაზე : „შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა?“, მილერმა უპასუხა:

„ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წავა, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ“, - აღნიშნა მილერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში