სერგეი ლავროვი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია

რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ჩინურ მხარეს 22 მარტს მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარების გამოხავისთვის, ტერორიზმის წინააღმდეგ რუსეთის ბრძოლის მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ გაგრძელდება, მათ შორის მრავალმხრივი ინსტიტუტების ფარგლებში“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია.

"ჩვენი ლიდერების წყალობით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობის უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ვლადიმერ პუტინის ხელახალი არჩევით, მათი ყოვლისმომცველი გაძლიერების უწყვეტობამ, რა თქმა უნდა, დამატებითი გარანტიები მიიღო“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვი პეკინს გუშინ ეწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია