უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა სულ Shahed-ის ტიპის 20 დრონი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცისა და ლვოვის ოლქებში გაანადგურეს.

რუსების საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და საზენიტო სარაკეტო დანაყოფები მონაწილეობდნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა