რუსეთის ქალაქ ორსკში საპროტესტო აქცია გაიმართა - მოსახლეობა წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს

რუსეთის ქალაქ ორსკში საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით ადამიანი რუსეთის ხელისუფლებისგან დასახლებების წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვდა. შეკრებილების თქმით, წყალდიდობამ მათი საცხოვრებელი სახლები და ქონება დააზიანა, რის გამოც ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაპირებული ყოველთვიური კომპენსაცია, 10 000 რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 100 დოლარს შეადგენს, არასაკმარისია.

5 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, ორსკში, მდინარე ურალზე კაშხალი გაირღვა, რის შედეგადაც ქალაქის 10 000-ზე მეტი სახლი დაიტბორა. წყალდიდობის საფრთხის წინაშე სხვა ქალაქებიც აღმოჩნდნენ. ოლქში ადამიანების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისათვის ქალაქიდან 4 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ორენბურგის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება