თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს

თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის და შეუფერხებელ ნაკადს არ დაუშვებს“, - აცხადებს თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ იგი ისრაელის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, ისრაელმა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების საშუალება არ მისცა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს