ზურაბ ჯაფარიძე - დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ - საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული

დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის მიღებით „სასწორის პინაზე დევს დასავლეთისკენ წასვლა, ან რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენა“.

„ამ კანონის მთავარი საფრთხე ის არის, რომ დაიკეტება ჩვენთვის ყველანაირი კარი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან დასავლელი პარტნიორები. რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ქვეყნის სხვადასხვა „ავატარებმა“, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მარტივი ამბავია და არჩევანი ძალიან კონკრეტულია. სასწორის პინაზე დევს ან მივდივართ დასავლეთისკენ, ან ვხვდებით რუსეთის გავლენის სფეროში და ვრჩებით კაცმა არ იცის რამდენი ხნით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განიხილება ამ კანონის მიღება, ორმაგი სტანდარტი ხომ არ ჩანს დასავლელი პარტნიორებისგან, როდესაც საქართველოს კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „იქ სულისკვეთება არის სხვა“.

„დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული. რანაირად არის სულისკვეთება, თავს ისულელებთ თუ ჩვენ გვასულელებთ? მდინარაძე დასავლეთს ახსენებს, არ ახსენებს არც რუსეთს და არც ჩინეთს. რა არის ამაში გაუგებარი? არა, იგივე კანონი არ არის. დასავლეთში არ ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ეს კანონი მიმართულია ამისკენ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე დაგეგმილ მარშს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, შეუერთდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის