ირაკლი კუპრაძე - ეს „რუსული კანონი“ არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომით შეიქმნა - „ქართული ოცნების“ მიზანი გამჭვირვალობა არ არის

ეს „რუსული კანონი“ არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომით შეიქმნა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას ერთადერთი რამ დარჩენია, რომ სტაბილური, რუტინული წინააღმდეგობა გაუწიოს „რუსულ კანონს”.

„ეს „რუსული კანონი” არბევს დღეს ქართულ დემოკრატიას და იმ მნიშვნელოვან სამოქალაქო სივრცეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ბევრი შრომით შეიქმნა. საზოგადოებას ერთადერთი რამ დარჩენია, რომ სტაბილური, რუტინული წინააღმდეგობა გაუწიოს „რუსულ კანონს”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების სივრცე აღარ დარჩება. „რუსული კანონი” არანაირ კავშირში არ არის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებულ სხვა ტიპის კანონებთან. ეს შინაარსობრივად რუსული კანონია. “ქართული ოცნების” მიზანი გამჭვირვალობა არ არის”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს