ირაკლი ზარქუა - ევროკავშირში ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ  გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო, თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?

ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს, თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები? - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ეს არის ტიპური ორმაგი სტანდარტი "ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან", რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ ვიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ.

"ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე - ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის მათი ხელწერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული.

„უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტიპური ორმაგი სტანდარტი, ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ იღებთო კანონს ღიაობის, გამჭვირვალობის შესახებ. ერთადერთი, ვითხოვთ, ვინც აფინანსებს, დამფინანსებლის სახელი და მიზნობრიობა იყოს გარკვეული, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს და რა მიზნით.

პირიქით, ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე - ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ხელწერა, ასე მიგვაჩნია, გვწამს და გვჯერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რასაც ახლა ვამუშავებთ და ვიღებთ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს. რატომ?

მინდა ხაზი გავუსვა იმ უსამშობლოების განმარტებებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თქვეს, რომ როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ კანონში მითითებულია ქვეყნები, ვისაც შეეხება. ტყუილია, ერთადერთი წერია, რომ ეს ევროკავშირის სახელმწიფოებს არ ეხება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ეხება ამერიკულს, დანიურს, შვეიცარიულს, ავსტრალიურს, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის, ყველა სახელმწიფოს ეხება, იმიტომ, რომ უცხოურ ძალად არის ჩათვლილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შეიძლება მტრული იყოს, მაგრამ დეფინიცია - უცხოური ძალა, რაც წერია ევროპულ კანონპროექტში, ზუსტად ისეა გადმოღებული ჩვენთან და თქვენთან თუა მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში