არგენტინის პრეზიდენტი - უკრაინის დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ

უკრაინის დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ განაცხადა.

„მთავრობები მუდმივ კონტაქტში არიან, მათ შორის თავდაცვის მინისტრები და დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინის თავისუფლების დასაცავად ფორუმი გაიმართება, რომლის აქ ჩატარება ზელენსკიმ მთხოვა და ამის გაკეთებას ვაპირებ“, - განაცხადა ხავიერ მილეიმ.

მილეიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და არგენტინის თავდაცვის მინისტრები სამხედრო დახმარების საკითხსაც განიხილავენ.

„ეს ის არის, რის შესახებაც ჩვენი თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რათა ზუსტად გავიგოთ ის, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა“, - აღნიშნა არგენტინის პრეზიდენტმა.

ხავიერ მილეის თქმით, 13-15 ივნისს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მიწვევით „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება და ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ვიზიტსაც გეგმავს.

„ჩვენ ვიზიტს ვგეგმავთ და იდეა ის არის, რომ უკრაინაშიც ჩავიდეთ. ჩვენ „დიდი შვიდეულის“ სამიტს დავესწრებით და ჯორჯია მელონის მიწვევისთვის მადლობას ვუხდი. ასევე, მადრიდში ხუან დე მარიანას პრიზის და გერმანიაში ღირსების მედლის მისაღებად უნდა ჩავიდე“, - განაცხადა ხავიერ მილეიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება