პაატა მანჯგალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი

ჩემი სახელით მარტივი შეთავაზება შემიძლია გავაკეთო - თუ ჩაწერენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ევროკავშირზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება ამ კანონპროექტის განხილვა, სხვა შემთხვევაში, ამ კანონის განხილვა ნიშნავს, ილია ჭავჭავაძის ცნობილ ფრაზას: „მტრის ვერ ცნობას და მოყვრის გმობას“ - ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გამჭვირვალობა საკუთარი რიგებიდან უნდა დაიწყოს.

„მთავარი უცხო ძალის წარმომადგენელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. “ოცნებას” ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, მაშინ გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან - თავმჯდომარით და საპატიო თავმჯდომარით. მაგრამ “ქართული ოცნების” მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა. ამას ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება; ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება; ევროკავშირის განცხადება; სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც თქვა: დაგველოდეთ, ეს არის ქმედება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. რეაქცია ნიშნავს არა საქართველოს დასანქცირებას, არამედ “ქართული ოცნების” კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირების შესაძლებლობას, რომელთაც საქართველოს დაბრკოლება შეუქმნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე