ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ აღმართოს კედელი საქართველოსა და დასავლეთს შორის - ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს

„ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ აღმართოს კედელი საქართველოსა და დასავლეთს შორის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. „ქართული ოცნება” არათუ არ საუბრობს, თითი თითზე არ დაუდია 12 წლის განმავლობაში, რომ საქართველოში რუსული გავლენა შეზღუდულიყო, პირიქით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი არის “ქართული ოცნების” მცდელობა შეზღუდოს აშშ-სა და ევროკავშირის დახმარება ქართველი ხალხისათვის, რომ მას ჰქონდეს დემოკრატია და კეთილდღეობა”.

„წლებია ვუყურებთ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ და კოორდინირებულ შეტევას ევროკავშირისა და აშშ-ს წინააღმდეგ. არადა საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა სწორედ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ამას დაემატა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რომელმაც დიდი კეთილდღეობა და სიმდიდრე უნდა მოუტანოს ქართველ ხალხს. ამ პირობებში, ეს კანონპროექტი არის „ქართული ოცნების“ მცდელობა შეზღუდოს აშშ-სა და ევროკავშირის დახმარება ქართველი ხალხისათვის, რომ მას ჰქონდეს დემოკრატია და კეთილდღეობა. კეთილდღეობა ერთეულების ჯიბეში კი არ უნდა მიდიოდეს, არამედ ყველაზე ნაწილდებოდეს.

„ქართული ოცნების” გაცხადებული მიზანია, რომ აღმართოს კედელი საქართველოსა და დასავლეთს შორის. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. “ქართული ოცნება” არათუ არ საუბრობს, თითი თითზე არ დაუდია 12 წლის განმავლობაში, რომ საქართველოში რუსული გავლენა შეზღუდულიყო. პირიქით, რუსული გავლენა გაზარდა და ის ახლა ცდილობს შეზღუდოს აშშ-სთან და ევროკავშირთან ქართველი ხალხის ბმა და ისტორიული სურვილი, რომ საქართველო იყოს დასავლეთის სრულფასოვანი წევრი. ეს კანონი თავისი არსით რუსულია. ეს არის “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ საკუთარ ძალაუფლებას, ფულის კეთებას და კორუფციას შესწიროს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ინტერესი”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას მათ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მათი “მოკლევადიანი ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების მკაფიო გამოვლენით, კიდევ ერთხელ აჩვენოს “ქართულ ოცნებას” და მსოფლიოს, რომ ეს კანონო მისთვის მიუღებელია”.

„კარგად ვხვდებით, რომ თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რჩება, ის გააგრძელებს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ზიანის მოტანას. მთავარი თარიღი ჩვენთვის 26 ოქტომბერია, როდესაც ყველამ ერთად, ვინც ახლა “ქართული ოცნების” რუსული თავხედობით ვართ აღშფოთებულები, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი არჩევნების დღეს”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გარდა ამ თემისა, ჭიაბერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „შეერთებული შტატების მხრიდან ერთი ტონით უფრო მკაცრი განცხადება ვნახეთ”.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვნახავთ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ ქმედებებს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, არავინ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას ამ ისტორიულ მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს