ნიკა გვარამია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც აუცილებლად მოვიხდით - ევროკავშირში ვერ მოხვდები თუ რუსული რეგულაცია გაქვს

ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე აუცილებლად მოვიხდით - ამ კანონის მიმღები ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ეყოლება,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მთავარ საფრთხეს ქვეყნის ევროკავშირისგან სრულ დისტანცირებაში ხედავს.

„ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ვალია, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე აუცილებლად მოვიხდით. ეს კანონი ვერ იმუშავებს საქართველოში. მისი მიღება-არმიღება არ წყვეტს მხოლოდ იმას, რა მოხდება ამ ქვეყანაში. ამ კანონის მიმღები ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ეყოლება. როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება იმოქმედოს, ეს მისი საკითხია. ამ ქვეყნის არჩევანი ევროკავშირია. ძალიან კარგად გვითხრეს, რომ ეს კანონი და ევროკავშირი არათავსებადია. შესაბამისად, ჩვენ არჩევანს არ გავაკეთებთ რომელიმე ხელისუფლების სასარგებლოდ. არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი დასავლური ინტერესების სასარგებლოდ. ამ კანონში მთავარ საფრთხეს ვხედავ სრულ დისტანცირებას ევროკავშირისგან. ამას მკითხაობა არ სჭირდება, ეს აბსოლუტურად გასაგებად გვითხრეს. რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს, ტყუილია ის, რომ ევროპული სტანდარტიც ამგვარია, რომ იქ ხდება ამგვარი კანონების მიღება. ტყუილია! ასეთი კანონი იყო უნგრეთში და ის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გააუქმა და თქვა, რომ ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. აქ არის წერტილი! ევროპული სტანდარტი არსებობს და მას ვერ დაარღვევს ვერც წევრი ქვეყანა და ვერც ასპირანტი ქვეყანა. ევროკავშირში ვერ მოხვდები თუ რუსული რეგულაცია გაქვს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში