თამარ ტალიაშვილი - ახალი გამარჯვება - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო - სამართალი იზეიმებს!

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სიმბოლურია, დღეს 9 აპრილს, რომ ხდება ეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ახალი გამარჯვება - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო.

ძალიან სიმბოლურია, დღეს 9 აპრილს, რომ ხდება ეს.

ჩვენი გმირების მსხვერპლისა და ღვაწლის აღიარების, მთელი ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

აუცილებლად ხაზგასასმელია საქართველოს ხელისუფლების, ქართული იუსტიციის მიერ ჩადებული შრომა და ენერგია ამ საქმეზე სამართლის დადგენის თვალსაზრისით.

სამართალი იზეიმებს!“ - წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას“, - აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია