ბულგარეთის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა პრემიერ-მინისტრ დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა დანიშნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 9 ივნისი დაასახელა.

„ჩვენ სტაბილურობის გარანტი უნდა ვიყოთ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისში ჩაებას და პარტიული ამბიციებისა და სურვილების მძევალი გახდეს“, - განაცხადა დიმიტარ გლავჩევმა მთავრობის გადაცემის ცერემონიაზე.

ცნობისთვის, ეს უკვე მეექვსე დროებითი მთავრობაა, რომელიც პრეზიდენტმა რადევმა თავისი მმართველობის პერიოდში დანიშნა.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა 5 მარტს, პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვის გადადგომის შემდეგ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება