გიორგი ტყემალაძე - 9 აპრილს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა.

ეს არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულის დღე. ჩვენ დღეს იმ გმირების წინაშე მოვიხარეთ ქედი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირნენ. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს