სალომე ზურაბიშვილი - 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება - ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!

9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება - ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს! - ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულებს ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე. ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას ვერაფერი დაემუქრება.

ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება