ზურაბ ჯაფარიძე - არჩევნებზე გასვლა პრობლემების გარეშე არ გამოუვათ - ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს

რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ - დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „თავისუფლების მარშის" დაწყებამდე აღნიშნა, პროტესტი მაინც მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება დღევანდელი მარში, არსებული ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს.

„რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა, იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ.

მგონია, რომ მათ შორის დასავლეთს, შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. ალბათ, ჰგონიათ, რომ ამით ადამიანებს გატეხენ, ზაფხულამდე კანონს მიიღებენ, შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, ხალხი ყურადღებას გადაიტანს და საარჩევნოდ ველს მოისუფთავებენ.

ჩემი აზრით, არჩევნებზე პრობლემების გარეშე გასვლა მაინც არ გამოუვათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროტესტი მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა დასრულდეს პროტესტი, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს