შალვა პაპუაშვილი - სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება - ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკითა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით

სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

,,სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც მოიცავს სიცოცხლის უფლებას, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება.

ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკისა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს