შალვა პაპუაშვილი - საქართველოს და თურქმენეთის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა

მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის.

,,შეხვედრა გვქონდა თურქმენეთში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად გამეცნო ქალბატონი თავმჯდომარე. ვისაუბრეთ მეგობრობების ჯგუფებს შორის ურთიერთობების შესახებ. შარშან, საქართველო - თურქმენეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ქართული დელეგაცია იმყოფებოდა აშხაბადში და მე ოფიციალური ვიზიტით მოვიწვიე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება