ანრი ოხანაშვილი - ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები - არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს.

ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპოდენტის, საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას აცხადებს, რომ : “საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს: ეს არის რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი” , რაც სიცრუეა.

სინამდვილეში, “N269 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას” ტერმინ “უცხოურ ხელისუფლებაში” აქცევს- აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, უკრაინას, მოლდოვას, ავსტრალიასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ამხელენ.

“ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები!

არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”, - წერს ანრი ოხანაშვილი.

ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს